თეგეტა თრაქ ენდ ბასი ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ პროექტში ჩაერთო

20

Jul

თეგეტა თრაქ ენდ ბასი, როგორც ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი კომპანია, ჩაერთო პროექტში - #პროფესიასარაქვსგენდერი. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ინიციატივით ხორციელდება, „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ მექანიკოსის პროფესიით დაინტერესებული ქალების მიღება გამოაცხადა.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 5 ქალის განათლება სატვირთო ავტომობილის მექანიკოსის ძირითად მიმართულებებზე. შერჩეული კანდიდატები სწავლებას თეგეტა აკადემიაში გაივლიან.

კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს, მიიღონ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, დაეუფლონ პროფესიას ავტოინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმდნენ თეგეტა თრაქ ენდ ბასის სერვის ცენტრებში საქართველოს მასშტაბით.

პროექტის მიზანია, პროფესიის არჩევისას არსებული გენდერული სტერეოტიპების დაძლევის პრეცედენტის შექმნა განათლების გზით.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

032 226 44 47

phone number
Loading...