სატვირთო საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელსაც სავალი გზის ზედაპირთან აქტიური შეხება აქვს, შესაბამისად, იგი ავტომობილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ნებისმიერი ტიპის ავტომობილის დაძვრისას, მოხვევისას, თუ დამუხრუჭებისას განსაკუთრებული დატვირთვა, რა თქმა უნდა, საბურავზე მოდის, ამრიგად, სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის და შესაბამისი დანიშნულების საბურავი თქვენი დაცული და მშვიდი მგზავრობის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი წინაპირობაა.
სატვირთო საბურავის შერჩევისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ავტომობილის ტიპი და მისი დანიშნულების სპეციფიკა, კლიმატური პირობები, გზის ზედაპირი და საშუალო სამოძრაო დისტანცია.
კომპანია თეგეტა გთავაზობთ თქვენი სატვირთო ავტომობილის დანიშნულებისთვის განკუთვნილ საუკეთესო საბურავების ფართო არჩევანს.