კომპანია Man Truck & Bus აჩქარებს გადასვლას ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე კომერციულ მანქანებზე: მძიმე სატვირთო მანქანების eTrucks-ის წარმოება მიუნხენში 2024 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.
MAN აჩქარებს საკუთარ ტრანსფორმაციას და დიდ ნაბიჯებს დგამს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ამძრავი სისტემებისკენ: დევიზით "მომავალი სწორედ ახლა იწყება - ჩვენ გზას ვუხსნით ნულოვან გამონაბოლქვს", მიუნხენის კომერციული მანქანების მწარმოებელმა წარმოადგინა თითქმის სერიული წარმოების ელექტრო სატვირთო მანქანა ქ. ნიურნბერგში თებერვლის შუა რიცხვებში და გასცა ნებართვა მომავლის წყალბადის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაზე.
მიუნხენში მძიმე ელექტრო სატვირთო მანქანების წარმოება უკვე დაგეგმილია 2024 წლის დასაწყისში, პირველი 200 ერთეულის მიწოდებით - თითქმის ერთი წლით ადრე, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. დღეს ნიურნბერგში კომპანია MAN- მა საზოგადოებას პირველად წარუდგინა ახალი ელექტრო სატვირთო მანქანის თითქმის სერიული წარმოების პროტოტიპი. ახალი, უგამონაბოლქვო ამძრავი სისტემების გარდა, კომპანია MAN ავითარებს ელექტრომობილურობის კომპლექსურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამზადებენ მომხმარებლებს სატრანსპორტო საშუალებების ადრეულ ეტაპზე გამოსაყენებლად. "ჩვენი ავტოპარკის ელექტრიფიკაცია კიდევ უფრო სწრაფად უნდა მოვახერხოთ. თუმცა, ელექტრონული მობილობის განვითარების დაჩქარებაში წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ მხარს დავუჭერთ და დავარწმუნებთ ჩვენს მომხმარებლებს - გადავიდნენ ახალ სისტემაზე. ამისათვის ჩვენ ვქმნით ინტეგრირებულ ციფრულ გადაწყვეტილებებს და დატენვის სისტემებთან დაკავშირებულ შეთავაზებებს, "განმარტავს ალექსანდრე ვლასკამპი , MAN Truck & Bus-ის აღმასრულებელი დირექტორი. ელექტრომობილურობის განვითარების დაჩქარების გარდა, კომერციული მანქანების მწარმოებელი აძლიერებს კვლევას წყალბადის მობილურობის სფეროში. ამ მიზნით, ბავარიის მინისტრმა-პრეზიდენტმა მარკუს სოდერმა და ბავარიის ეკონომიკის მინისტრმა ჰუბერტ ეივანგერმა დღეს წარმოადგინეს „ბაიერნფლოტის“ პროექტის დაფინანსების ვალდებულება 8,5 მილიონი ევროს ოდენობით. 2024 წელს MAN- ის წყალბადის საწვავის უჯრედებით აღჭურვილმა სატვირთო მანქანებმა უნდა დაუმტკიცონ თავიანთი ვარგისიანობა ბავარიაში ხუთ მსხვილ მომხმარებელს. "მომავალი სწორედ ახლა იწყება - ჩვენ გზას ვუხსნით ნულოვან გამონაბოლქვს" - სწორედ ამ ლოზუნგით უმასპიძლა მიუნხენში არსებული კომერციული მანქანების მწარმოებელმა კომპანია MAN Truck & Bus-მა დღეს ნიურნბერგში პოლიტიკის, მეცნიერებისა და დარგის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე კომპანიამ წარმოადგინა თითქმის სერიული წარმოების ელექტრო სატვირთო მანქანა და ოფიციალურად განაცხადა მომავლის წყალბადის მნიშვნელოვანი პროექტის დაწყების შესახებ. MAN Truck & Bus-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ვლასკამპმა ღონისძიებაზე განაცხადა: "კომპანია MAN აჩქარებს მის ტრანსფორმაციას და დიდ ნაბიჯებს დგამს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ამძრავი სისტემებისკენ. MAN- ში და TRATON Group-ში ჩვენ პრიორიტეტს აკუმულატორზე მომუშავე ელექტრო ამძრავები წარმოადგენს. სწორედ ასეთი ამძრავები ქმნის საფუძველს ჩვენი მძიმე სატვირთო მანქანებისთვის, რომლებსაც გამოვიტანთ ბაზარზე 2024 წლიდან. მხოლოდ 2030 წლის შემდეგ, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება საკმარისი მოცულობის ეკოლოგიურად სუფთა წყალბადი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ჩვენ ვგეგმავთ H2 სატვირთო მანქანების გამოყენებას შერჩეულ სფეროებში. სწროედ ამიტომ ვაწარმოებთ კვლევებს წყალბადის სფეროში, ხოლო დაფინანსება ბავარიის მიწის მხრიდან საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შევიძინოთ აღნიშნულ სფეროში“. MAN- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ვლასკამპმა ასევე განაცხადა ღონისძიებაზე, რომ პირველი 200 ელექტრონული სატვირთო მანქანა 2024 წლის დასაწყისში იქნება მზად და ეს ელექტრო-აკუმულატორებით აღჭურვილი სატვირთო მანქანები დატოვებს MAN- ის მთავარ ქარხანას მიუნხენში. გარდა ამისა, ე.წ. აკუმულატორების პაკეტების შიდა აწყობის ხარჯზე მნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტრო-აკუმულატორებზე მომუშავე კომერციული მანქანების დამატებითი ღირებულება. ნათელია, რომ კომპანია MAN აჩქარებს წიაღისეული ნივთიერებებისგან თავისუფალ საწვავზე გადასვლას და ემზადება სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის უგამონაბოლქვო მომავლისთვის.