"საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციისა" და "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" მიერ ორგანიზებული გრანპრი გუნდურ ასპარეზსა და ინდივიდუალურ ჩათვლაში, დიღმის ოლიმპიური ეზოში, 27-28 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებაში ქართველ სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს: სომხეთის, უკრაინის, გერმანიის, აზერბაიჯანის, ირანის, ლიეტუვის, თურქეთის წარმომადგენლებმაც.
გამარჯვებულთა სია:
- პირველი ადგილი ორმაგი თრაქ პულლ (წყვილები) - გიორგი ტალახაძე და ლუკა ჩიკვილაძე;
Strongman - ინდივიდუალური ჩათვლა:
- 90კგ. წონითი კატეგორია - ვოლკერ ბაუერი (გერმანია);
- 105კგ. წონითი კატეგორია - ვალერი გაზაევი (უკრაინა);
- +105კგ. წონითი კატეგორია - ჭაბუკა ჭიღლაძე.