აკუმულატორი სატვირთო ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. მისი მთავარი ამოცანა ძრავის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაა, თუმცა თანამედროვე ავტომობილის განვითარებასთან ერთად აკუმულატორის ფუნქცია-მოვალეობები გამუდმებით იზრდება.
თანამედროვე სატვირთო ავტომობილი უამრავი კომპლექსური ელექტრო ხელსაწყოთი არის აღჭურვილი. სწორედ აკუმულატორი აწვდის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ელექტრო ენერგიას სხვადასხვა მოწყობილობას, რომელიც მძღოლისა და მგზავრის კომფორტულ და რაც მთავარია უსაფრთხო მგზავრობაზე არის პასუხისმგებელი.
აღსანიშნავია, რომ სატვირთო ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის ყველაზე ხშირი მიზეზი, სწორედ აკუმულატორის გაუმართაობაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკუმულატორის გამართულად მუშაობაზე ზრუნვის აუცილებლობას.
კომპანია თეგეტა გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის სხვადასხვა ბრედნის აკუმულატორს, რომელიც განაპირობებს თქვენი სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.