სატვირთო საბურავის უსასრულო გარანტია

Main Image
1.  საერთო პირობები
1.1. „თეგეტა" (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში „კომპანიის“ მიერ განსაზღვრული,  „კომპანიაში“ შეძენილი/შეცვლილი სატვირთო ავტომობილის საბურავი (შემდგომში - „პროდუქცია“) არ გამოავლენს ქარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.
1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ.
1.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით და არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეულ დეფექტებზე.
1.4. გარანტიის პირობები შეიძლება გავრცელდეს გარეგანი ზემოქმედებით საბურავის სრული ან ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაშიც, რომელიც ხელს უშლის მის სტანდარტული პირობებით ექსპლუატაციას და გამოწვეულია საბურავის გასკდომით ან/და საბურავის რაიმე საგანთან შეხებით ან მასზე გადავლით.
1.5. გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „კომპანიაში“ შეძენილ „პროდუქციაზე“.

2.  საგარანტიო ვადა
2.1.  „პროდუქციაზე“ უსასრულო გარანტიის პირობების გავრცელების შესახებ ინფორმაცია „მყიდველს  ეცნობება „პროდუქციის“ შეძენისთანავე, საგარანტიო დოკუმენტის გადაცემის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.
2.2. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება „კომპანიის“ მიერ გაცემულ საგარანტიო დოკუმენტში, „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში.

3.   საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები
3.1. „პროდუქციის“ ექსპლუატაციის დროს რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე „მყიდველი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 (ორმოცდარვა) საათის განმავლობაში მიმართოს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრს მათი აღმოფხვრის მიზნით.
3.2. საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე გარანტიის პირობებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებასა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
3.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული შკალის შესაბამისად.
3.4. „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.
3.5.  თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე „გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, თუ „მყიდველს“ უნდა დაუბრუნდეს „პროდუქციის“ ღირებულება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პროდუქციის“ შეკეთების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.
3.6. გარემოებების შესწავლის შედეგად, „გამყიდველი“ თავად იღებს გადაწყვეტილებას, უზრუნველყოფს დაზიანებული „პროდუქციის“ აღდგენას, თუ „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული შკალის შესაბამისად.
3.7. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდა „პროდუქციის“ ქარხნული წუნი, „გამყიდველს“ წარმოეშვება გადახდილი ხარჯის „მყიდველისთვის“ გადახდის ვალდებულება.
3.8. საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი „პროდუქცია“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებას.
3.9. „მყიდველს“ უფლება აქვს მოითხოვოს საგარანტიო მომსახურების გაწევა თითოეულ შეძენილ საბურავზე მხოლოდ ერთი დაზიანების შემთხვევის ფარგლებში.

4.   საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა
4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:
4.1.1. თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილი „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში;
4.1.2. თუ წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.

5. უსასრულო გარანტიის პერიოდში „მყიდველისთვის“ „პროდუქციის“ ღირებულების დაბრუნება
5.1. წინამდებარე გარანტიის პირობების ფარგლებში „პროდუქციაზე“ „გამყიდველის“ მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დაანგარიშდება „პროდუქციის“ პროტექტორის ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებით, კერძოდ:
5.2. საბურავის პროტექტორის სიმაღლე იზომება მისთვის განკუთვნილი საზომი საშუალებით საბურავის პროტექტორის შუა და გარე ბლოკებს შორის. ამასთან, პროტექტორში არ უნდა იყოს განთავსებული რაიმე საგანი. აუციელებელია, რომ პროტექტორის სიმაღლე გაიზომოს იმ ადგილზე, სადაც ცვეთის TWI (Tread Wear Indicator) ინდიკატორი არის განთავსებული.

ცხრილი №1
 | პროტექტორის სიმაღლე  ( % თავდაპირველ ფასთან შედარებით ) | % ანაზღაურება ( შესაძენი პროდუქციის ფასთან შედარებით )
| 95% - 100%                                              | 100%
| 80% - 95%                                                | 60%
| 70% - 80%                                                | 50%
| 50% - 70%                                                | 15%
| 1% - 50%                                                  | 5%


სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

032 226 44 47

phone number
Loading...