ზეთები

Main Image
სატვირთო ავტომობილის საცხებ-საპოხი მასალები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტი, რომელიც საჭიროა თითქმის ყველა აგრეგატისთვის: ძრავა, გადაცემათა კოლოფი, დიფერენციალი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის ჰიდრავლიკა და დაკიდების სისტემა.

ძრავის ზეთი ავტომობილის სრულფასოვან მუშაობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. რაც დრო გადის, ზეთი ნელ-ნელა ბინძურდება და დაკისრებულ მოვალეობას ვეღარ ასრულებს. ეს ნიშნავს, რომ მისი საექსპლოატაციო ვადა იწურება. ამ დროს ძრავის ზეთი დაცვის ნაცვლად, ზიანის მომტანი ხდება. შესაბამისი ზეთის გარეშე ძრავა ვერ ახერხებს გასუფთავებას ნალექისა და ნამწვავისგან, ძრავის დეტალების ერთმანეთზე ხახუნი იწვევს მათ გადაჭარბებულ ცვეთას.

გადაცემათა კოლოფში ზეთის დროული ცვლილება სამომავლოდ აგარიდებთ გაუთვალისწინებელ პრობლემებს. ზეთის შეცვლის პერიოდულობა დამოკიდებულია გადაცემათა კოლოფის სისტემასა და სატვირთო ავტომობილის მართვის სტილზე.

კომპანია თეგეტა გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის სხვადასხვა ბრედნის საცხებ-საპოხ მასალებს, რომლებიც განაპირობებს თქვენი სატვირთო ავტომობილის ხანგრძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

032 226 44 47

phone number
Loading...