„თეგეტა თრაქ ენდ ბასს“ „პროფესიას არ აქვს გენდერი“ - პროექტის შესაფასებლად ნიდერლანდების ელჩი ეწვია

08

Dec

პროექტი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით - „მოძრაობა ცვლილებისთვის" მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც თეგეტაში სატვირთოს პირველი მექანიკოსი ქალები ახალ პროფესიას ეუფლებიან. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ქალებს აძლევს საშუალებას დაეუფლონ პროფესიებს, რომლებიც როგორც წესი, მამაკაცების პროფესიებად მიიჩნევა. ჩემი დღევანდელი ვიზიტის მიზანი, სწორედ იმ მნიშვნელოვანი პროექტის შეფასებაა, რომლის ფარგლებში ქალები სატვირთოს მექანიკოსობას სწავლობენ. დღეს ჩემი თვალით ვნახე, რა კარგად შეუძლიათ ქალებს იმუშაონ ამ მიმართულებაში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქალს ზუსტად იმავე საქმის კეთება შეუძლია, რაც - კაცს,“ - მააიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ვიზიტის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა ელჩს “თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრი დაათვალიერებინეს. მააიკე ვან კოლდამმა პროექტის მონაწილეების სამუშაო გარემო შეაფასა და მათ ახალ საქმეში წარმატება უსურვა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

032 226 44 47

phone number
Loading...