Tegeta Truck & Bus საქართველოში MAN-ის სრულიად ახალი თაობის სატვირთოებს წარადგენს

24

Oct

Tegeta Truck & Bus-მა თბილისში MAN-ის უახლესი თაობის სატვირთოები წარადგინა. სრულიად ახალი სტანდარტის სატვირთო ავტომობილების პრეზენტაცია საქართველოს დედაქალაქში, ინდუსტრიულ საექსპოზიციო სივრცეში გაიმართა. მომხმარებელსა და პარტნიორებს MAN TGS  და MAN TGX მოდელები წარუდგინეს. ეს სატვირთო ავტომობილები გერმანული მწარმოებლის ამბიციური პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელზედაც MAN-ის 2100 თანამშრომელი მუშაობდა.

საპრეზენტაციო ზონაში კი მულტიმედიური შოუ მოეწყო, სადაც ვიდეო და აუდიო შთამბეჭდავი ეფექტების ფონზე სტუმრებს MAN-ის ახალი სატვირთო ავტომობილების განსაკუთრებული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ცალკე სივრცე დაეთმო უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებებს. საგამოფენო ნაწილში ღონისძიების დამსწრეებმა MAN-ის სრულიად ახალი თაობის სატვირთოები და MAN TopUsed ხაზის მოდელები დაათვალიერეს.

Simply my truck - მეტი უსაფრთხოება და კომფორტი

MAN-ის ახალი თაობის ავტომობილები უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით არის აღჭურვილი. სატვირთოების სეგმენტში პირველად ავტომობილებზე გვერდითა ხედვის სარკეების ნაცვლად კამერებია დამონტაჟებული. შედეგად მძღოლს შეუძლია, სატრანსპორტო საშუალების ირგვლივ პერიმეტრი სალონში განთავსებულ ეკრანზე გააკონტროლოს.
ასევე შესაბამისი ფუნქციონალის დახმარებით მძღოლი დისტანციისა და სამოძრაო ზოლის დაცვას და, შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან არიდებას შეძლებს. თანამედროვე სისტემები, როგორებიცაა მოხვევის, საცობის ასისტენტი და ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემა, მძღოლს ზედმეტი დატვირთვისგან ათავისუფლებს.

უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებთან ერთად, მკვეთრად გაუმჯობესდა და მძღოლის საჭიროებების გათვალისწინებით მოეწყო ავტომობილის ინტერიერიც. შიდა სივრცე ციფრული სერვისებით აღიჭურვა.
მრავალფეროვან ფუნქციონალს, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვას მნიშვნელოვნად ამარტივებს, მძღოლის კომფორტზე მორგებული სალონიც ემატება.
უფრო მოსახერხებელია ავტომობილში არსებული მოსასვენებელი სივრცეც. მძღოლებისათვის, რომლებსაც დიდი დისტანციის დაფარვა უწევთ, ამ საკითხს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
უახლესი სტანდარტის სატვირთოების ძარა შემსუბუქებული, თუმცა უფრო მყარია, რაც მეტი ტვირთის გადატანის საშუალებას იძლევა.

MAN-ის ახალი თაობის სატვირთოებში ხელმისაწვდომია 8 სხვადასხვა ზომის კაბინა.
კონფიგურატორის მეშვეობით შესაძლებელია ახალი MAN TGX-ის, TGS-ის, TGM-ის ან TGL-ის ზუსტად ისეთი კომპლექტაციით შეკვეთა, როგორიც მომხმარებელ კომპანიას სურს, მის ჩამოყვანას კი საქართველოში კომპანია Tegeta Truck & Bus უზრუნველყოფს.











Reserve a Service

Branches

032 226 44 47

phone number
Loading...