"ვამაყობ, რომ ვარ ქალი მძღოლი და ამით სტერეოტიპებს ვამსხვრევ. ქალს ყველაფერი შეუძლია" - ანა გიორგაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი მძღოლია, რომელიც #MAN-ის ავტობუსს მართავს.
#ქალებიმართავენ - მადონა დალაქიშვილი
Tegeta Truck & Bus გულშემატკივრობს და მხარს უჭერს ქალებს, რომლებიც მზად არიან, დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები და შექმნან გარემო, სადაც ქალები მართავენ.
#ქალებიმართავენ - მაია ბუჯიაშვილი
Tegeta Truck & Bus გულშემატკივრობს და მხარს უჭერს ქალებს, რომლებიც მზად არიან, დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები და შექმნან გარემო, სადაც ქალები მართავენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და მოზარდები თერაპიულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებებს უსასყიდლოდ იღებენ. ბენეფიციარების უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მათი ნაწილი, განსაკუთრებული საჭიროებების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ სარგებლობს. ბავშვების კომფორტული ტრანსპორტირებისთვის ორგანიზაციას ჰყავს საკუთარი მიკროავტობუსი, რომლის სრულ ტექნიკურ მომსახურებაზე უკვე მეორე წელია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ზრუნავს.
24
October
Tegeta Truck & Bus საქართველოში MAN-ის სრულიად ახალი თაობის სატვირთოებს წარადგენს
თბილისში წარმოდგენილი ახალი მოდელები MAN-ის ყველაზე ამბიციური პროექტის ნაწილია, რომელიც გერმანულმა მწარმოებელმა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში განახორციელა;
პრემიუმ ბრენდის ტექნიკა საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამოირჩევა - გაუმჯობესებული აეროდინამიკა საწვავისა და გამონაბოლქვის შემცირებას უზრუნველყოფს;
ახალი MAN TGX “Inernaional Truck of the Year” სტატუსის მფლობელია. ეს არის სატრანსპორტო ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაიცემა.
09
September
თბილისის მუნიციპალიტეტს MAN-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა მოემსახურება
„თეგეტა ჰოლდინგი“ დედაქალაქის განვითარებასა და კეთილმოწყობაზე ზრუნვას განაგრძობს. ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ „თბილსერვის ჯგუფს“ MAN-ის ბრენდის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა გადასცა.
10
August
MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა
7-9 აგვისტოს, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მხარდაჭერით, ბათუმში გამართულ უძლიერეს მამაკაცთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტის კბილებით გაწევაში გინესის რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენმა MAN TGX–ის 16-ტონიანი სატვირთო ავტომობილი კბილებით გასწია და არსებული რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. აქამდე რეკორდი ეგვიპტელ ათლეტს ეკუთვნოდა, რომელმაც 15 ტონისა და 730 კილოგრამის გაწევა შეძლო.
08
June
ETM Awards 2022: MAN Truck & Bus wins again in the Truck, Bus, Van categories
•The MAN TGS won in the category of tippers up to 32t.
•In the intercity bus category, the MAN Lion's Intercity LE was convincing.
•The MAN Lion's Coach wins for the fourth time in the coach category
•Also for the fourth time in a row, the MAN eTGE takes first place with zero local emissions
Your request has been sent successfully, we will call back soon.Your request could not be sent, try again.Please enter your number and we will call back soon.