„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ რაგბის კლუბი „სოხუმის“ გენერალური სპონსორი გახდა

08

Aug

რაგბის კლუბი „სოხუმი“ აფხაზეთიდან დევნილ, ზუგდიდში მცხოვრებ, საოცრად მონდომებულ და წარმატებულ ახალგაზრდებს აერთიანებს.

მოზარდები ბევრს ვარჯიშობენ და წარმატების მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებენ. მათი საოცარი სულისკვეთების შედეგია ის, რომ კლუბმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული 25 თამაშიდან 21-ში გამარჯვება მოიპოვა.

თუმცა, რაც მეტი გამარჯვებაა, მეტია ამბიციაც და ახალგაზრდა მოთამაშეები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობენ. გვიხარია, რომ კლუბის 2021-22 წლის გენერალური სპონსორი თეგეტა თრაქ ენდ ბას გახდა.

თეგეტა თრაქ ენდ ბასი სრულად დააფინანსებს გუნდის საჭიროებებს, რათა 2021-2022 წლებში კლუბმა 3 ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზოს და მოგვარებული ჰქონდეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი; რაც მთავარია, ბიჭებს გაუჩნდეთ კიდევ უფრო დიდი მოტივაცია, წარმატებისკენ სავალ გზაზე.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

032 226 44 47

phone number
Loading...