27 სექტემბერს რაგბის კლუბ "სოხუმის" ახალი ფორმის პრეზენტაცია გაიმართა
2021 წელს "თეგეტა" რაგბის კლუბ "სოხუმის" გენერალური სპონსორი გახდა და კლუბის ფინანსური უზრუნველყოფა საკუთარ თავზე 1 წლით აიღო.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, რაგბის კლუბ "სოხუმის" ახალი ფორმის პრეზენტაცია საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ფორმებზე მადლიერების ნიშნად დატანილია როგორც გენერალური სპონსორის, "თეგეტას", ლოგო, ასევე ყველა იმ კომპანიისა და ადამიანის სახელი, ვინც წლების მანძილზე გაიღო შემოწირულობა.
ამავე დღეს ბიჭებმა თამაშიც ჩაატარეს და დაგვპირდნენ, რომ ამიერიდან "სოხუმი" მხოლოდ გამარჯვებასთან ასოცირებული სახელი იქნება.