საწვავის სისტემის სათადარიგო ნაწილების ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების საგარანტიო პირობები

Main Image
1. საერთო პირობები
1.1. „თეგეტა“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში, „კომპანიის“ მიერ განსაზღვრული, „კომპანიაში“ შეძენილი სატრანსპორტო საშუალების საწვავის სისტემის სათადარიგო ნაწილები არ გამოავლენს ქარხნულ წუნს ან/და მასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურება არ იქნება არასათანადოდ გაწეული (შემდგომში - „პროდუქცია“), ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.
1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ.
1.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით, არასწორი ექსპლუატაციით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.
1.4. გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში შეძენილ „პროდუქციაზე“.
1.5. გარანტიის პირობები არ ვრცელდება იმ შემთხვევებში, როდესაც „მყიდველი“ „კომპანიის“ სერვის-ცენტრში უზრუნველყოფს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საწვავის სისტემის სათადარიგო ნაწილების შეძენას, ხოლო მის მონტაჟს არ განახორციელებს „კომპანიის“ სერვის-ცენტრში.

2. საგარანტიო ვადა
2.1. პრემიუმ კლასის სათადარიგო ნაწილებით (BOSCH, DENSO, DELPHI, VDO, SIEMENS) სრული რემონტის/შეკეთების შემთხვევაში, გაწეულ მომსახურებაზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება 6 თვის ვადით ან 20,000 კმ გარბენით, რომელიც უფრო ადრე შესრულდება.
2.2. ალტერნატიული (მწარმოებლები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან პრემიუმ კლასს) მწარმოებლების მიერ მოწოდებული სათადარიგო ნაწილებით გაწეულ მომსახურებაზე საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება ერთი თვის ვადით, 5 000 კმ გარბენით, რომელიც უფრო ადრე შესრულდება.
2.3. სხვა კლასის სათარადიგო ნაწილების შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი განისაზღვება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, „პროდუქციის“ მწარმოებლის რეკომენდაციის საფუძველზე, „პროდუქციის“ მწარმოებელი ბრენდისა და იმ ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რომლისთვისაც ხორციელდება „პროდუქციის“ შეძენა.
2.4. საგარანტიო ვადის შესახებ „მყიდველს“ ეცნობება საგარანტიო დოკუმენტის გადაცემის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.
2.5. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება საგარანტიო დოკუმენტში, „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში .

3. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები
3.1. „პროდუქციის“ ექსპლუატაციის დროს რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე „მყიდველი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრს მისი აღმოფხვრის მიზნით. თუ „მყიდველი“ თავად ვერ უზრუნველყოფს „პროდუქციის“ ტრანსპორტირებას „გამყიდველის“ სერვის-ცენტრამდე, მაშინ, „გამყიდველი“ უზუნველყოფს „მყიდველის“ მიერ მითითებულ მისამართზე „პროდუქციის“ შეკეთებას, რა დროსაც „გამყიდველის“ ადგილზე მომსახურების ჯგუფის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება დაეკისრება „მყიდველს“.
3.2. „მყიდველი“ ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების საწვავის სისტემის რემონტის/შეკეთების შემდგომ უზრუნველყოს საწვავის ფილტრის შეცვლა და ძრავის მომსახურებისთვის მიმართოს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრს არაუგვიანეს 5,000 კმ-ის გარბენის ან 6 თვის შემდეგ (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
3.3. საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე საგარანტიო ვალდებულებებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებასა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
3.4. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას ან შეცვლას/ჩანაცვლებას  (შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში), მის მონტაჟთან/დემონტაჟთან დაკავშირებულ უფასო მომსახურებას ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას (იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ ვერ უზრუნველყოფს „პროდუქციის“ შეკეთებას ან შეცვლას/ჩანაცვლებას).
3.5. იმ შემთხვევაში, თუ „პროდუქცია“ საგარანტიო პერიოდში შეიცვლება ახლით, „პროდუქციის“ საგარანტიო ვადა დარჩება უცვლელი.
3.6. „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.
3.7.  თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე „გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, აუცილებელია მისი შეცვლა/ჩანაცვლება სხვა „პროდუქციით“ თუ „მყიდველს“ უნდა დაუბრუნდეს „პროდუქციის“ ღირებულება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პროდუქციის“ შეკეთების. შეცვლის/ჩანაცვლების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.
3.8. იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ დაადგენს, რომ დაზიანებული „პროდუქცია“ არ ექვემდებარება აღდგენას და საჭიროა მისი შეცვლა/ჩანაცვლება, „გამყიდველის“ მიერ „პროდუქცია“ შეიცვლება/ჩანაცვლდება იმავე მწარმოებლის „პროდუქციით“ ან იმავე კლასის (მონაცემების/მახასიათებლების) მქონე სხვა მწარმოებლის „პროდუქციით“. თუ ახალი „პროდუქციის“ ღირებულება აღემატება „მყიდველის“ მიერ გადახდილ თანხას, მაშინ „მყიდველი“ ვალდებულია „გამყიდველს“ გადაუხადოს სხვაობა შესაბამისი ინვოისის/ინვოისების საფუძველზე.   
3.9. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ - „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდა „პროდუქციის“ ქარხნული წუნი, „გამყიდველს“ წარმოეშვება ექსპერტიზის ხარჯის „მყიდველისთვის“ ანაზღაურების ვალდებულება წინამდებარე საგარანტიო პირობების შესაბამისად.
3.10. საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი/ჩანაცვლებული დაზიანებული „პროდუქცია“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებას.

4.   საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა
4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:
4.1.1. თუ „პროდუქცია“ „მყიდველმა“ გამოიყენა არასწორი დანიშნულებით;
4.1.2. თუ გაუმართავია სატრანსპორტო საშუალების ელექტრო სისტემა ან/და სატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებულ იქნა ისეთი დეტალები, ან მის კონსტრუქციაში შეტანილ იქნა ისეთი ცვლილებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სატრანპორტო საშუალების მწარმოებლის კომპლექტაციაში;
4.1.3. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია გადაჭარბებული დატვირთვით, „გამყიდველის“ წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე მოდიფიკაციის  ხასიათის ცვლილებების განხორციელება, საექსპლუატაციო წესებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მომსახურების წესების დარღვევა;
4.1.4. თუ „პროდუქციის“ დაზიანება გამოწვეულია „მყიდველის“ გაუფრთხილებელი მოპყრობით, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალების არასწორი ექსპლუატაციისას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საწარმოო დეფექტად;
4.1.5. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს გარეგანი მექანიკური ზემოქმედება;
4.1.6. თუ „პროდუქციაში“ მოხვედრილია სხვა ნივთიერებები,  ან/და ლითონის ნაწილებზე შეინიშნება ჟანგი, ასევე, თუ სატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზში მოხვედრილია ჭუჭყი, წყალი ან სხვა მინარევი, გარდა მწარმოებლის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი საწვავისა (EN590);
4.1.7. თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილი „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში;
4.1.8. სატრანსპორტო საშუალების საწვავის სისტემაზე/ძრავზე ნებისმიერი სახის რემონტი/შეკეთება „მყიდველმა“ განახორციელა სხვა კომპანიის სერვის-ცენტრში;
4.1.9. თუ წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.
4.1.10. თუ „მყიდველმა“ თავისი ინიციატივით გაარემონტა „პროდუქცია“ ან/და შეცვალა „პროდუქციის“ შიდა კონფიგურაცია;
4.1.11. თუ „მყიდველმა“ „პროდუქციის“ რემონტის/შეკეთების პროცესში არ გაითვალისწინა „გამყიდველის“ რეკომენდაციები (მაგ: არ გაირეცხა საწვავის ავზი, არ შეიცვალა საწვავის ფილტრი, ძრავს აღენიშნებოდა სხვა დაზიანება/დაზიანებები, რამაც შეიძლება დააზიანოს საწვავი სისტემა და ა.შ.);

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

032 226 44 47

phone number
Loading...